Сулико (сьыланкыв)
Внешний вид
Сулико тайӧ грузин да роч йӧзкостса сьыланкыв. Кывъясыс А.Церетелилӧн, шыладыс Варенька Церетелилӧн.
А. Церетелилӧн аслыспӧлӧс кывбурыс:
სულიკო
- საყვარლის საფლავს ვეძებდი,
- ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..
- გულამოსკვნილი ვჩიოდი:
- „სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“
- ეკალში ვარდი შევნიშნე,
- ობლად რომ ამოსულიყო,
- გულის ფანცქალით ვკითხავდი:
- „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“
- ნიშნად თანხმობის კოკობი
- შეირხა... თავი დახარა,
- ცვარ-მარგალიტი ციური
- დაბლა ცრემლებად დაჰყარა.
- სულგანაბული ბულბული
- ფოთლებში მიმალულიყო,
- მივეხმატკბილე ჩიტუნას:
- „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“
- შეიფრთქიალა მგოსანმა,
- ყვავილს ნისკარტი შეახო,
- ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
- თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“
- დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
- სხივები გადმოსულიყო,
- მას შევეკითხე შეფრქვევით:
- „შენ ხომ არა ხარ სულიყო?!“
- დასტური მომცა ციმციმით,
- სხივები გადმომაყარა
- და იმ დროს ყურში ჩურჩულით
- ნიავმაც ასე მახარა:
- „ეგ არის, რასაც ეძებდი,
- მორჩი და მოისვენეო!
- დღე დაიღამე აწ ტკბილად
- და ღამე გაითენეო!
- „სამად შექმნილა ის ერთი:
- ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო,
- თქვენ ერთანეთი რადგანაც
- ამ ქვეყნად შეგიყვარდათო“.
- მენიშნა!.. აღარ დავეძებ
- საყვარლის კუბო-სამარეს,
- აღარც შევჩვი ქვეყანას,
- აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!
- ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
- ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა
- და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
- ვერ გამომითქვამს ენითა!
- ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
- დღემდე რომ მწარედ კრულ იყო,
- ახლა კი ვიცი, სადაც ხარ:
- სამგან გაქვს ბინა, სულიკო!
[1895]